Thursday, December 15, 2011

„მშიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი“ (ICPI)

                                                 მოკლე აღწერილობა
მშიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი არის ახლად დაარსებული არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია. ICPI შეიქმნა ახალგაზრდების ინიციატივით, რომელთაც აქვთ 5-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორში. ორგანიზაციის მთავარი მისიაა მხარი დაუჭიროს სოციალურად აქტიურ ახალგაზრდებს, ინტეგრაციასა და მშვიდობის დამყარების პროცესებს, ხელი შეუწყოს უფრო განვითარებული, განათლებული და თანამედროვე საზოგადოების შექმნას. ორგანიზაციის მიზანია  ხელი შუეწყოს ახალგაზრდების სულიერ, პერსონალურ და საგანმანათლებლო განვითარებას, მხარი დაუჭიროს აქტიური მოქალაქეობის იდეისა და მოხალისეობის განვითარებას ადგილობრივ და ევროპის დონეზე, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის დამყარებას საქართველოსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის.

მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი მუშაობს სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით სხვადასხვა ჯგუფებთან, როგორიც არიან: ბავშვები, ახალგაზრდები, სტუდენტები, დევნილები და ..  ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებთან და აქტიურადაა ჩართულიახალგაზრდობა მოქმედებაში“ (Youth in Action) პროგრამაში, ევროკომისიის ფარგლებში.

ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს ადილობრივ დონეზე, როგირცაა: მოხალისეობის, EVS-ის პრომოუშენი, საქველმოქმედო აქცია, ფლეშ-მობები, კონსულტაციები ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფებთან ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ქვეშ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და სხვადასხვა სოციალური აქტივობები.

მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრს განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი:

  • საქართველოს ხმა“ - ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია Be International-თან პარტნიორობით;
  • ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამამოხალისეობა მშვიდობიანი მომავლისათვის“ - პროგრამაახალგაზრდობა მოქმედებაში“-ის ფარგლებში, ევროკომისია;
  • ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა - „მოხალისეობა - აკავშირებს თაობებს“ - პროგრამაახალგაზრდობა მოქმედებაში“-ის ფარგლებში, ევროკომისია;

ICPI დაფუძნდა ახალგაზრდული ასოციაციადრონისბაზაზე, 2011 წლის 2 თებერვალს.

No comments:

Post a Comment